მათივე განმარტებით, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.